foxshop.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მიტანის პირობები:

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პროდუქციის მიწოდება ხდება კომპანიის აგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში 9:00 – დან 20:00 საათამდე დროის მონაკვეთში (თქვენთვის მოსახერხებელი დრო უნდა მიუთითოთ შეკვეთისას) ჩვენი საკურიერო სამსახურის საშუალებით.

თბილისის გარეთ პროდუქციის მიწოდება ხდება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, შესაბამისად მიწოდების ვადებიშეგიძლიათ იხილოთ „საქართველოს ფოსტის შესაბამის გვერდზე“ იხილეთ ბმული

foxshop.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მიტანის საფასური:

თბილისი – 3 ლარი.

დანარჩენ საქართველოში – 7 ლარი.

საბითუმო და კორპორატიული შესყიდვების შემთხვევაში ფასი და მიწოდების პირობები შეთანხმდება უშუალოდ დამკვეთთან, კონკრეტული შესყიდვის დროს.

პროდუქციის დაბრუნება

პროდუქციის დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრიდუქციის აღწერაში მითითებული პარამეტრები არ ემთხვევა მიტანილი პროდუქციის მაჩვენებლებს, ან აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, რის შესახებაც შემსყიდველის მიერ უნდა ეცნობოს საიტის ადმინისტაციას პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ელ ფოსტის [email protected] მეშვეობით.

გამყიდველის მიერ შემდგომი 24 საათის განმავლობაში ხდება პრეტენზიის განხილვა და შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში ხდება პროდუქციის ჩანაცვლება ან დაბრუნება, თანხის ანაზღაურებით (თუკი კონკრეტული პროდუქტის საგარანტიო შეთანხმება არ ითვალისწინებს პროდუქციის დაბრუნების ან/და ჩანაცვლების სხვა პირობებს)

თანხის დაბრუნება ხდება შემსყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმების მიღწევიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმაზვე საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საიდნააც მოხდა ანგარიშსწორება.

მთავარი
კატალოგი
0 ნივთი კალათა

ავტორიზაცია

არ ხართ დარეგისტრირებული?